Belive

ოფიციალურად: დინამოების გადამწყვეტ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ და მთლიანად სეზონის ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებას გულშემატკივარი დაესწრება. როგორც "დინამო ბათუმის" ოფიციალური გვერდიდან ხდება ცნობილი, "დინამო თბილისთან" შეხვედრას "ბათუმი არენას" ტრიბუნების ტევადობის 33% დაესწრება, რაც დაახლოებით 6600 ბილეთს უდრის. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და გულშემატკივარს მისი შეძენა ბილეთების პორტალ Biletebi.ge-ზე შეეძლება. მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც. “დინამო ბათუმისა” და “დინამო თბილისის” შეხვედრა 20 ოქტომბერს, ბათუმში, ახალ, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და 18:30 საათზე დაიწყება. ამ მომენტისთვის აჭარულ კლუბს 63 ქულა აქვს, ხოლო დედაქალაქურს კი – 56. ამ დაპირისპირებაში სულ მცირე არ წაგების და 7-ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნების შემთხვევაში, ბათუმელები ისტორიაში პირველი ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

სხვა სტატიები