Belive

ოფიციალურად: დინამო ბათუმთან მატჩამდე ბატე საუკეთესო ბომბარდირმა დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"დინამო ბათუმთან" მატჩამდე 2 დღით ადრე "ბატე" მაქსიმ სკავიშმა დატოვა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კარიერას სოლიგორსკის "შახტიორში" გააგრძელებს. 31 წლის ბელარუსმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "ბატეს" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

View this post on Instagram

A post shared by FC Shakhtyor Soligorsk (@fcshakhterby)

გარდა სკავიშისა, "ბატეს" საქართველოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ კიდევ ერთი ლიდერი და კაპიტანი, სტანისლავ დრაგუნი დააკლდება. 33 წლის ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მიიღო და 2021 წელს მოედანზე ვეღარ გავა. შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" შინ "ბატეს" მიიღებს. შეხვედრა 22 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები