Belive

ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერ ლიგაში დაბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ჩელსისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ფეხბურთელი - დიეგო კოშტა პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და "ვულვზის" ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

წარმოშობით ბრაზილიელი 33 წლის ფეხბურთელი "ვულვზის" ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. ინგლისელებმა დიეგო კოშტა უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანეს, რადგან მათ ახალ ავსტრიელ ფორვარდს - საშა კალაჯიჩს ტრავმა აწუხებს, ასევე ტრავმირებულია მექსიკელი თავდამსხმელი - რაულ ხიმენესი.

"ცხადია, კლუბმა გავლენა მოახდინა ჩემს გადაწყვეტილებაზე, განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ აქ ბევრად უფრო ადვილად შევძლებ ადაპტაციას არა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით და ფეხბურთელების ხარისხით, არამედ იმითაც, რომ ბევრი მოთამაშე პორტუგალიელია და მათთან ერთად ყოფნა და ერთიანობა უფრო გამიმარტივდება.

მაგრამ როდესაც ბრუნო ლაგემ ("ვულვზის" თავკაცი) პრემიერ ლიგაში დაბრუნება შემომთავაზა, ბევრი არ მიფიქრია, რადგან პრემიერ ლიგა ყოველთვის მომწონდა და მსურდა აქ თამაში. როგორც არ უნდა მსიამოვნებდეს მადრიდში თამაში, იმედგაცრუებულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ამან მოტივაცია მომცა და ჩემში ცეცხლი აანთო.” - დიეგო კოშტა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტა პრემიერ ლიგაში 2014-2017 წლებში თამაშობდა და იგი ლონდონური გრანდის "ჩელსის" ღირსებას იცავდა. დიეგომ "არისტოკრატების" შემადგენლობაში 120 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავი 59-ჯერ გამოიჩინა.

"ვულვზი" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-14 ადგილს 6 ქულით იკავებს.

სხვა სტატიები