Belive

გადაწყვეტილია - დელე ალი ევერტონში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დელე ალი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს - ტრანსფერი ოფიციალურად მალე დადასტურდება. თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მერსესაიდელებს იჯარით შეუერთდებოდა, თუმცა ფაბრიციო რომანო წერს, რომ დელეს კონტრაქტს "ევერტონი" გამოისყიდის. 25 წლის შემტევი ნახევარმცველის სამედიცინო შემოწმება ჩანიშნულია. გარდა დელე ალისა, "ევერტონმა" გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდიც წარადგინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერსესაიდული კლუბი ვან დე ბეეკის იჯარაზეც მუშაობს. დელე ალი "ტოტენჰემში" 2015 წლიდან თამაშობდა. "სპურსის" რიგებში ჩატარებულ 269 მატჩში მან 67 გოლი და 61 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები