Belive

ოფიციალურად: დავიდ ნერეშმა ამსტერდამის აიაქსი დატოვა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველი დავიდ ნერეში კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "მეშახტეებმა" 12 მილიონი ევრო გადაიხადეს და ბონუსის სახით შესაძლოა, ნიდერლანდურმა მხარემ კიდევ 4 მილიონი მიიღოს. 24 წლის ფეხბურთელმა უკრაინის ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

დავიდ ნერეში "აიაქსმა" "სან პაულოდან" 2017 წლის იანვარში, 17.50 მილიონ ევროდ დაიმატა, მას მერე სამხრეთამერიკელმა ნიდერლანდელთა რიგებში 180 მატჩში 47 გოლი გაიტანა, 41 საგოლე პასი გააკეთა, ორჯერ ერედივიზიონი, ორჯერ ქვეყნის თასი და ორჯერ სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები