Belive

ოფიციალურად: დაიო უპამეკანო ბაიერნში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუნხენის "ბაიერნმა" "ლაიფციგის" 22 წლის ფრანგ ცენტრალურ მცველთან დაიო უპამეკანოსთან შეთანხმებას მიაღწია. მომავალი სეზონიდან უპამეკანო კარიერას მიუნხენურ გრანდში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით "ბაიერნს" ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა დატოვებს. ამჟამინდელი მოცემულობის თანახმად, ალაბას მიმდინარე სეზონის დასასრულს “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი ეწურება და სავარაუდოდ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. "რეკორდმაისტერი" ალაბას შემცვლელად სწორედ უპამეკანოს მოიაზრებდა. როგროც ცნობილი იყო, მიუნხენური კლუბი აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს 22 წლის მცველის აგენტებთან. როგორც "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი აცხადებდა, მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიდიოდა, ახლა კი უკვე ოფიციალურად მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და უპამეკანო ზაფხულში "ბაიერნში" გადავა და კარიერას მიუნხენურ გრანდში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაიერნი" უპამეკანოს სანაცვლოდ 42,5 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა ჰასან სალიჰამიჯიჩმაც. ახალგაზრდა ნიჭიერი ფრანგი მცველით "ბაიერნის" გარდა ინგლისური კლუბებიც ინტერესდებოდნენ. ყველაზე აქტიურად უპამეკანოს ლონდონის "ჩელსისთან" და "ლივერპულთან" აკავშირებდნენ. დაიო უპამეკანო "ლაიფციგის" შემადგენლობაში 2017 წლის იანვრიდან თამაშობს და ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მოთამაშემ "ლაიფციგის" მაისურით 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები