Belive

ოფიციალურად: ჩისკო დინამო თბილისში დაბრუნდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია "დინამო თბილისმა" ოფიციალურად დაადასტურა. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს სეზონის ბოლომდე გუნდის ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელი ჩისკო მუნიოსი უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, სეზონის ბოლომდე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. მას თანამემამულეები მწვრთნელი რობერტო კუესტა და ფიზ. მომზადების მწვრთნელი ხორხე აბელა დაეხმარებიან. ჩისკოსთან ერთად გუნდში აღარ იმუშავებს ფელის ვისენტე, რომელიც წინა სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ, იგი ლა ლიგა 2-ში დაქვეითებული "მალიორკას" ფიზ. მომზადების მწვრთნელი გახდა. 39 წლის ესპანელი უკვე თბილისში იმყოფება და "ლურჯ-თეთრები" პირველადაც ავარჯიშა.
ჩისკომ, რომელმაც "დინამოში" 2011-14 წლებში ითამაშა და გუნდის მაისურით 127 შეხვედრაში 77 გოლის გატანა შეძლო, თბილისურ გუნდში პირველად შარშან ითამაშა და ეროვნული ლიგის მოგება შეძლო. ფოტო: დინამო თბილისი.

სხვა სტატიები