Belive

ოფიციალურად | ჩემპიონთა ლიგის ფორმატი იცვლება - UEFA-მ რადიკალური ცვლილება მიიღო!

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რადიკალური ცვლილებების მიღებას დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფორმატი იცვლება. ვენაში, ხანგრძლივი და დამღლელი საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ, UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ე.წ "შვეიცარიული სისტემის" დანერგვის გადაწყვეტილებას მიიღო - აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე იზრდება. იცვლება ჯგუფური ეტაპის ფორმატიც - ჯგუფურ ეტაპზე, ოთხი 9-გუნდიანი ქვეჯგუფი იქნება. ქვეჯგუფების მონაწილეები 4 საშინაო და 4 საგარეო შეხვედრას გამართავენ. საუკეთესო ოთხეულები პლეი-ოფში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 32-დან 36-მდე გაზრდის მიზნით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ შემდეგი დებულება დაამტკიცა:

  • ერთი ადგილი დაეთმობა UEFA-ს ეროვნული ასოციაციის რეიტინგში მეხუთე ადგილზე მყოფი ქვეყნის ადგილობივ ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასულ კლუბს.
  • ერთი ადგილი დაეთმობა ადგილობრივი ჩემპიონატის გამარჯვებულს, ე.წ. "ჩემპიონთა ბილიკის" მეშვეობით შესარჩევი კლუბების რაოდენობის ოთხიდან ხუთამდე გაზრდით.
  • ბოლო ორი ადგილი დაეთმობა ასოციაციებს, რომელთა წევრ კლუბებს გასულ სეზონში საუკეთესო კოლექტიური შედეგი ჰქონდათ (მოპოვებული ქულების ჯამური რაოდენობა გაყოფილი მონაწილე კლუბების რაოდენობაზე). აღნიშნულ ორ ასოციაციას დაეთმობა ერთი ადგილი იმ კლუბისთვის, რომელიც ადგილობრივ ჩემპიონატში პოზიციურად UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ კლუბებს ქვევით იქნება. მაგალითად, მიმდინარე სეზონის ბოლოს ორი ასოციაცია, რომელიც კლუბების მიერ დაფიქსირებული კოლექტიური შედეგის საფუძველზე, აღნიშნულ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს არის ინგლისი და ნიდერლანდები. 
  • აღმასრულებელმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფინალის გარდა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი ყველა მატჩი, კვლავ შუა კვირაში ჩატარდება.

სხვა სტატიები