Belive

ოფიციალურად: ჩალჰანოღლუ ინტერის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰაკან ჩალჰანოღლუ "მილანიდან" კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. ტრანსფერს "ნერაძური" ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, თურქმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩალჰანოღლუს "მილანთან" კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურებოდა, "ინტერმა" ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა. მას შემდეგ, რაც კრისტიან ერიქსენმა ევროპის ჩემპიონატის მატჩისას გულის შეტევა მიიღო, იტალიის მოქმედი ჩემპიონები კი შემადგენლობის ფლეიმეიკერით გაძლიერებას საჭიროებდნენ. ჰაკან ჩალჰანოღლუმ "მილანის" რიგებში ჩატარებულ 172 მატჩში 32 გოლი და 48 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები