Belive

ოფიციალურად | ბარსელონამ ორიოლ რომეუ დაიმატა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

31 წლის ესპანელი ნახევარმცველი - ორიოლ რომეუ "ბარსელონაში" დაბრუნდა. რომეუ "ბარსელონაში" "ჟირონადან" 6 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.

ორიოლ რომეუმ კარიერა "ბარსელონაში" დაიწყო და იგი სწორედ კატალონიური კლუბის აღზრდილია. კატალონიური კლუბის დატოვების შემდეგ კი მან კარიერა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელა, შემდეგ კი წლების განმავლობაში ჯერ "ვალენსიაში", შემდეგ "შტუტგარტში", "საუთჰემპტონსა" და ბოლოს "ჟირონაში" თამაშობდა.

31 წლის ნახევარმცველმა "ბარსელონასთან" 3 წლიანი კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით ითამაშებს.

რომეუს "ბარსელონას" ძირითად გუნდში სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ეს ყველაფერი 2010/2011 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ლა ლიგასა და ესპანეთის სუპერკოპაზე თითო-თითო მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები