Belive

ოფიციალურად | ასტონ ვილამ სტივენ ჯერარდი გაათავისუფლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში, "ფულჰემთან" განცდილი მარცხის (3:0) შემდეგ, "ასტონ ვილას" მესვეურებმა სტივენ ჯერარდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

განვლილი 11 ტურის შემდეგ, ბირმინგემული კლუბი 9 ქულით სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციაზე იმყოფება. არასახარბიელო ასპარეზობის შედეგად, "ასტონ ვილას" ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ლივერპულის" ლეგენდარული ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა შოტლანდიურ "რეინჯერსში" დაიწყო. ჯერარდმა "რეინჯერსში" მაღალი დონის სპეციალისტის სტატუსი მოიპოვა და კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმარა, რის შემდეგაც 2021 წლის 11 ნოემბერს "ასტონ ვილა" ჩაიბარა.

ჯერარდის სამწვრთნელო კარიერა პრემიერ ლიგაში წარუმატებელი გამოდგა. მისმა გაწვრთნილმა "ასტონ ვილამ" ჩატარებული 40 მატჩიდან მხოლოდ 13 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 19-ი დათმო.

სხვა სტატიები