Belive

ოფიციალურად: ანდრე ონანა ინტერის ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 წლის კამერუნელი მეკარე - ანდრე ონანა, კარიერას მილანურ კლუბში, კერძოდ კი "ინტერში" გააგრძელებს. მან იტალიურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, შესაბამისად "ინტერში" 2027 წლამდე დარჩება.

კამერუნელი მეკარე იტალიის სერია ა-ში, ამსტერდამის "აიაქსიდან" გადავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ონანა მეოთხე კამერუნელი ფეხბურთელია, რომელიც "ინტერის" ღირსებას დაიცავს. ანდრე ონანას კარიერა კიდევ ერთი უძლიერესი კლუბით გამდიდრდა. კამერუნელი მეკარე ჯერ "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი 2014 წლიდან "აიაქსის" მეკარე იყო. მან ამსტერდამულ გრანდში 214 მატჩი ჩაატარა, სადაც 85-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები