Belive

ოფიციალურად: აიაქსმა ბრობეი დაიბრუნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

20 წლის ნიდერლანდელი თავდამსხმელი, ბრაიან ბრობეი "აიაქსში" ითამაშებს. მხარეებს შორის 5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. "აიაქსმა" "ლაიფციგს" ტრანსფერში 16 მილიონი ევრო და 3 მილიონი ევროს ბონუსები გადაუხადა. საინტერესოა, რომ 2021 წლის ზაფხულში ბრობეი სწორედ "აიაქსში" თამაშობდა და ამსტერდამელთა რიგები მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გერმანულ კლუბში ახალგაზრდა შემტევმა 14 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი არ გამოუჩენია. იანვარში ის "აიაქსში" იჯარით დაბრუნდა, სეზონის დარჩენილ ნახევარში კი 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები