Belive

ონანამ ჯეკოსთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში, "ინტერისა" და "პორტუს" დაპირისპირება შედგა. მილანში, "ჯუზეპე მეაცაზე" გამართული დრამატული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

"ნერაძურის" გამარჯვებაში ლომის წილი ანდრე ონანამ დაიდო - კიპერმა ერთ-ერთ ეპიზოდში საოცარი სეივებით გამოიჩინა თავი და ზედიზედ 3 დარტყმა მოიგერია. მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი წვლილი ერთადერთი არაა, რომლითაც ონანამ თავი დაგვამახსოვრა.

მატჩის დროს ანდრე ონანა და ედინ ჯეკო ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ჯეკოს კომენტარმა მეკარე გააღიზიანა, რომელმაც თანაგუნდელს პასუხი დაუბრუნა, რის შემდეგაც განრისხებული ონანას დამშვიდება ჰაკან ჩალღანოღლუმ სცადა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ონანამ ჯეკოსთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ კამათიც საჭიროა.

"დრამატული მატჩი შედგა - გამარჯვებისთვის, ზოგჯერ კამათიც აუცილებელია. გამოცდილი მოთამაშეები ვართ და გვაქვს უფლება ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ, მაგრამ მთავარია, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ ყველაფერი დავივიწყოთ. ჩემს საქმეს ვაკეთებ, ასე ვთამაშობ და ჯეკოს დამსახურებულად გავუბრაზდი", - ანდრე ონანა.

სხვა სტატიები