Belive

ომანსა და ერაყს შორის, ნახევარფინალში გამსვლელი, წილისყრით გადაწყდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

სპარსეთის ყურის 27-ე თასზე, A ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრები დრამატულად დასრულდა - ნახევარფინალისტის ვინაობა წილისყრამ გამოავლინა, რომელმაც საგზური ომანის ეროვნულ ნაკრებს ერაყის ხარჯზე არგო.

გადამწყვეტ ტურში ერაყი საუდის არაბეთთან 0:2 დამარცხდა, ხოლო ომანმა ქუვეითს 3:1 სძლია. შედეგად, ორივე გუნდს 4-4 ქულა დაუგროვდა და ტურნირის 'ტაიბრეიკის' ყველა არსებული კრიტერიუმით სრული თანაფრადობა დაფიქსირდა.

მეთოქეთა პირისპირ შეხვედრა 1:1 დასრულდა, ჯგუფური ეტაპი კი ორივემ იდენტური ბურთების შეფარდებით (4 გატანილი, 5 გაშვებული) დაასრულა. მეტიც, გუნდებს დისციპლინური მაჩვენებლებიც თანაბარი ჰქონდათ, 8-8 ყვითელი და 0 წითელი ბარათი. შექმნილი ჩიხური სიტუაციის გამო, სპარსეთის ყურის ფეხბურთის ფედერაციის შეჯიბრებების კომიტეტი იძულებული გახდა, წესდების თანახმად, წილისყრისთვის მიემართა. (აღსანიშნავია, რომ ირანელმა ფეხბურთელმა, ომანთან გათანაბრებისას, მაისური გაიხადა და ერთი ყვითელი მის ნაკრებს ამის გამო დაემატა).

წილისყრაში ბედმა ომანს გაუღიმა, რომელმაც A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ჯგუფში პირველი ადგილი ასპროცენტიანი შედეგით (9 ქულა 3 მატჩიდან) საუდის არაბეთმა დაისაკუთრა.

კენჭისყრამდე ერაყელთა მთავარმა მწვრთნელმა, გრემ არნოლდმა, აღნიშნული პროცედურა ეჭვქვეშ დააყენა და ორგანიზატორებს ფიფას (FIFA) რეგულაციების გამოყენებისკენ მოუწოდა. ერაყელების აზრით, ნახევარფინალში ის გუნდი უნდა გასულიყო, რომელიც რეიტინგში უფრო მაღალ საფეხურს იკავებს (ერაყი ომანზე წინაა).