ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ჯგუფები ცნობილია
საფრანგეთის დედაქალაქში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
16 ნაკრები, რომელთაგან 12-ის ვინაობა უკვე ცნობილია, 4 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა:
A ჯგუფი - საფრანგეთი, აშშ, საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული აზია/აფრიკიდან, ახალი ზელანდია
B ჯგუფი - არგენტინა, მაროკო, აზიის 23-წლამდელთა თასის მესამეადგილოსანი, უკრაინა
C ჯგუფი - აზიის 23-წლამდელთა თასის მეორეადგილოსანი, ესპანეთი, ეგვიპტე, დომინიკის რესპუბლიკა
D ჯგუფი - აზიის 23-წლამდელთა თასის გამარჯვებული, პარაგვაი, მალი, ისრაელი
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი 24 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.
მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიაა, რომელმაც 2021 წელს ფინალში ესპანეთს მოუგო.
The #Paris2024 @Olympics Football Tournament groups are locked in! 👊 pic.twitter.com/wWeOjRAdQh
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) March 20, 2024