Belive

ოლიმპიადა | ფეხბურთი - ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. მეოთხედფინალური ეტაპის დაძლევა ესპანეთმა (კოტ-დ'ივიუარის წინააღმდეგ), იაპონიამ (ახალი ზელანდიის წინააღმდეგ), ბრაზილიამ (ეგვიპტის წინააღმდეგ) და მექსიკამ (სამხრეთ კორეის წინააღმდეგ) შეძლეს. შედეგად, ნახევარფინალში ესპანეთი იაპონიას შეხვდება, ბრაზილია კი - მექსიკას. ორივე ნახევარფინალური შეხვედრა სამშაბათს, 3 აგვისტოს გაიმართება. მეოთხედფინალური მატჩების შედეგები: ესპანეთი 5-2 (2-2 ძ.დ) კოტ-დ'ივუარი იაპონია 4-2 (პ.ს) ახალი ზელანდია ბრაზილია 1-0 ეგვიპტე სამხრეთ კორეა 3-6 მექსიკა


სხვა სტატიები