ოფიციალურად | ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც ესპანეთმა საფრანგეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა, ოლივიე ჟირუმ ოფიციალურად მიიღო სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება.
ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი სანაკრებო კარიერას საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის რანგში ასრულებს.
🇫🇷 OFFICIEL ! 🔴 Olivier Giroud prend sa retraite internationale. 💔
— Actu Bleus 🇫🇷 (@actubleus_) July 9, 2024
👕 137 sélections
⭐️⭐️ Coupe du monde 2018
🥈 Finaliste 2022
🥈 Finaliste 2016
👑 Meilleur buteur
⚽️ 57 buts
🐓 𝑳𝑬𝑮𝑬𝑵𝑫𝑬 🐓 pic.twitter.com/RGsTUmFlNt
ჟირუმ სანაკრებო კარიერის დასრულება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, 24 მაისს განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ბოლო სანაკრებო შეჯიბრი იქნებოდა. ასეც მოხდა, EURO2024-ის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მან განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ნაკრებში 2011 წლის 11 ნოემბრიდან თამაშობდა, მას შემდეგ 137 მატჩი ითამაშა და 57 გოლის გატანა შეძლო, რაც საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ოლივიე ჟირუმ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2021 წლის ერთა ლიგა მოიგო.
სავარაუდოა, რომ ჟირუს ყველა დროის ბომბარდირობა მხოლოდ დროებითია, რადგან კილიან მბაპეს უკვე 48 გოლი აქვს გატანილი და იგი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, თუმცა ოლივიე ჟირუ მუდამ დარჩება ჩვენს გულებში ფეხბურთელად, რომელიც განსაკუთრებული სილამაზითა და დახვეწილობით გამოირჩეოდა.