Belive

ოფიციალურად: ციმიკასმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" ფლანგის მცველმა - კოსტას ციმიკასმა განახლებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც მერსისაიდული გრანდის ღირსებას 2027 წლის ივნისამდე დაიცავს. 

27 წლის ბერძენი მცველი "ლივერპულს" 2020 წელს, "ოლიმპიაკოსიდან" შეუერთდა და მას შემდეგ პრემიერ ლიგის გრანდის მაისური 63 შეხვედრაში მოირგო, სადაც 12 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. 

მეტი წარმატება, მეტი შრომა და მეტი ტიტული. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევძლო რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება - მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. ვფიქრობ, "ლივერპულს" ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტიტულები მოიგოს. ყველა 100%-ითაა ფოკუსირებული მომდევნო მატჩებზე, რათა მომავალში დიდ წარმატებას მივაღწიოთ. - კოსტას ციმიკასი.

სხვა სტატიები