Belive

ოფიციალურად: თომას მიულერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ზე ესპანეთთან მარცხის შემდეგ, თომას მოილერმა დააანონსა, რომ სანაკრებო კარიერას დაასრულებდა.

BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებიდან ოფიციალურად წავიდა. თომასმა გერმანიის მაისური პირველად 2010 წელს მოირგო. 131 ჩატარებულ შეხვედრაში მიულერმა 45 გოლი და 41 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მიულერი გერმანიის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების მიხედვით მესამე ადგილზეა. ის მხოლოდ მიროსლავ კლოზეს (137) და ლოთარ მათეუსს (150) ჩამორჩება.

სხვა სტატიები