Belive

ოფიციალურად: სტეფანო პიოლი ალ ნასრის მწვრთნელი აღარ არის

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, სტეფანო პიოლი ალ ნასრის მწვრთნელი აღარ არის. საუდის არაბეთის კლუბმა იტალიელი მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად დღეს გამოაცხადა. 59 წლის სპეციალისტმა მის სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდი დატოვა.

პიოლი ალ ნასრს 2024 წლის სექტემბერში შეუერთდა. მისი მუშაობის პერიოდში გუნდმა 44 მატჩი ჩაატარა, 28 მოიგო, 7 ფრედ ითამაშა და 9 წააგო. 2024/25 წლების სეზონში ალ ნასრმა საუდის არაბეთის პრო ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.

კლუბი ამჟამად ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია, რაც შეეხება სტეფანო პიოლის, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ის ფიორენტინას ჩაიბარებს.

სხვა სტატიები