ოფიციალურად: შვედეთის ეროვნულ ნაკრებს ტომასონი აღარ გაწვრთნის
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შვედეთის ეროვნულმა ნაკრებმა იან დალ ტომასონი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, ნაკრების განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო იქნა მიღებული.
შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ეროვნულმა ნაკრებმა ვერ აჩვენა ის შედეგები, რასაც ველოდით. ჩვენ გვყავს იმ დონის მოთამაშეები, რომელთაც უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ და გვჯერა ისინი შეეცდებიან ნაკრების წარმატებაში წვლილის შეტანას. მარტში მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ არის და ვფიქრობთ გუნდში ახალი მწვრთნელია საჭირო.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ იანს ამ პერიოდისთვის, ყოველთვის სამწუხაროა ასეთი დასასრული, მაგრამ ყველაფერი საფეხბურთო შედეგებზეა დაფუძნებული. - შვედეთის ფეხბურთის ფედერაცია
SvFF avslutar Jon Dahl Tomassons uppdrag
— Svensk Fotboll (@svenskfotboll) October 14, 2025
SvFF tackar Jon Dahl Tomasson för sin tid som förbundskapten.
შეგახსენებთ, რომ ტომასონი შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2024 წელს დაინიშნა და მხოლოდ 18 შეხვედრის ჩატარება შეძლო, ამ დროში მან 9 თამაში მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 7-ში დამარცხდა.
შვედეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ასპარეზობს და 1 ქულით ბოლო, მე-4 ადგილზეა.
სრულად ცხრილი ასე გამოიყურება: