Belive

ოფიციალურად | სალაჰისა და ლივერპულის ისტორია კიდევ 2 წლით გაგრძელდება

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მოჰამედ სალაჰსა და "ლივერპულს" შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა - მერსისაიდული გრანდის ეგვიპტელმა ვარსკვლავმა კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა.

"ლივერპულმა" გუნდის ლიდერთან მიღწეული შეთანხმების შესახებ, სპეციალური ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის გრანდის ღირსებას 2027 წლის ივნისამდე დაიცავს.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, ვირჯილ ვან დაიკიც კონტრაქტის გახანგრძლივების ზღვარზეა.

შეგახსენებთ, მო სალაჰი "ლივერპულს" 2017 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 281 მატჩში, 181 გოლის გატანა შეძლო. ეგვიპტელი შემტევი მიმდინარე სეზონშიც ფენომენალურად ასპარეზობს და ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, მის ანგარიშზე 27 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

მო სალაჰმა ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ლიგის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები