Belive

ოფიციალურად: პედრომ საფეხბურთო კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, პედრომ საფეხბურთო კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა. ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა.

ვგრძნობ, რომ დრო დადგა.

დროა, წინ გადავდგა ნაბიჯი და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დავიწყო.

მივდივარ იმ სიამაყით, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე და მადლიერებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გვერდში მედგნენ მის ასასრულებლად.

მადლობა, ფეხბურთო, ასეთი ბედნიერებისთვის. - პედრო
View this post on Instagram

A post shared by Pedro Rodriguez Ledesma (@_pedro17_)

პედრომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ბარსელონაში 2008 წელს დაიწყო და კატალონიურ კლუბში 2015 წლამდე ასპარეზობდა, მისი შემდეგი კლუბები იყო ჩელსი, რომა და ლაციო.

საკლუბო კარიერის განმავლობაში მას 794 მატჩი აქვს ჩატარებული, ამ დროის განმავლობაში კი მან 197 გოლი გაიტანა და 113 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კი მან 65 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი, 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ტიტულებს რაც შეეხება, პედრო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად თითო-თითოჯერ გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ბარსელონასთან ერთად მან 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ესპანეთის თასი, 5-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 4-ჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი, თითო-თითოჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ევროპა ლიგა და FA თასი, ხოლო 2-ჯერ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.