ოფიციალურად: ლუკაშ პოდოლსკიმ კარიერა დაასრულა
ოფიციალურად: ლუკაშ პოდოლსკიმ კარიერა დაასრულა, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. 40 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი ბოლოს ბავშვობის კლუბ, პოლონურ გორნიკ ზაბრჟეში ასპარეზობდა, სადაც პოლონეთის თასის გამარჯვებულიც გახდა.
ერთი თავი, დასრულდა, ახალი ერა დაიწყო
- ლუკაშ პოდოლსკის სიტყვები თავის სოციალურ ქსელში
ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, პროფესიონალური საკლუბო კარიერა მან კიოლნში 2003 წელს დაიწყო, 2006 წელს კი მიუნხენის ბაიერნში გადავიდა და იქ 2009 წლამდე ასპარეზობდა, ამის შემდეგ კი ისევ თავის ყოფილ კლუბში დაბრუნდა და კიოლნში 2012 წლამდე თამაშობდა. გერმანული გუნდიდან პოდოლსკი ამავე წელს არსენალში გადავიდა და იქ 2015 წლამდე გაჩერდა, შემდეგ იყო ინტერი იჯარით, დაბრუნება არსენალში, გალათასარაი, ვისელ კობე, ანტალიასპორი და გორნიკ ზაბრჟე.
ლუკაშ პოდოლსკის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 130 მატჩი აქვს ჩატარებული და 49 გოლი გატანილი.
ტიტულებს რაც შეეხება, ის 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ერთხელ ბუნდესლიგა მოიგო, ერთხელ გერმანიის თასი, თითო-თითოჯერაც ინგლისის FA თასისა და ინგლისის სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ერთხელ მოიგო თურქეთის თასი, 2-ჯერ თურქეთის სუპერთასი, ერთხელ პოლონეთის თასის გამარჯვებული გახდა, ერთხელ გერმანიის მეორე დივიზიონის გამარჯვებული და ერთხელაც იაპონიის თასის ჩემპიონობა იზეიმა.