Belive

ოფიციალურად: ლუკა ხარატიშვილი ჩეხეთის ჩემპიონატში იასპარეზებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ქართველი მეკარე ლუკა ხარატიშვილი კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში, კერძოდ პარდუბიცეში გააგრძელებს. 22 ფეხბურთელი ჩეხურ გუნდს 1-წლიანი იჯარით დინამო ბათუმიდან შეუერთდა.

გუნდში გადასვლის შემდეგ ლუკამ კომენტარი გააკეთა:

მინდა პარდუბიცეში ღირებული აქტივი ვიყო. მჯერა, რომ ერთად წარმატებას მივაღწევთ. მოუთმენლად ველი ჩემს პირველ უცხოურ გამოწვევას. აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ამავდროულად, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ კლუბისა და მისი გულშემატკივრების მიმართ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოედანზე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. - ლუკა ხარატიშვილი

ლუკა ხარატიშვილი დინამო ბათუმში 2020 წლიდან ასპარეზობს, მას შემდეგ იჯარით იყო შუქურაში, სამტრედიაში და ბოლოს 2023 წელს კვლავ ბათუმურ კლუბში დაბრუნდა. მას დინამოს შემადგენლობაში 36 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 10-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

პარდუბიცე ჩეხეთის უმაღლეს ჩემპიონატში ასპარეზობს, მათ 6 ტურის შემდეგ 2 ფრე და 4 მარცხი აქვთ, ამ შედეგით კი ისინი ცხრილში ბოლო ადგილს იკავებენ.