Belive

ოფიციალურად: კაილ უოკერი ბარნლის ფეხბურთელია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, კაილ უოკერი ბარნლიში გადავიდა. 35 წლის უოკერმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოლოს ინგლისელი მანჩესტერ სიტიდან იჯარით მილანში ასპარეზობდა.

მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები. როდესაც სკოტს (მწვრთნელი) ვესაუბრე და მომავალი სეზონის გეგმების შესახებ გავიგე, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი. მან აქ საოცარი სამუშაო გასწია, ჩემპიონშიპში 100 ქულა დააგროვა და კლუბი პრემიერ ლიგაში დააბრუნა. მოუთმენლად ველი როდის დავიწყებ გუნდთან ერთად ვარჯიშს და როდის გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას ამ საინტერესო გუნდს. - კაილ უოკერი - ბარნლის ფეხბურთელი