ოფიციალურად: ჯეკ უილშირი ლუტონის მთავარი მწვრთნელია
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და არსენალის ყოფილი ფეხბურთელი, ჯეკ უილშირი ლუტონის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 33 წლის სპეციალისტი ინგლისის ლიგა 1-ის გუნდში დანიშვნამდე, ნორვიჩში მწვრთნელის ასისტენტად, ხოლო მანამდე არსენალის 18-წლამდელებში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
უზარმაზარი პატივი და პრივილეგიაა, რომ ლუტონის მწვრთნელად დამნიშნეს. 8 წლის ვიყავი, როდესაც ლუტონში პირველად ჩამოვედი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ბედისწერაა. აქ მუშაობა პროფესიონალური გუნდის მხრივ ჩემთვის პირველი გამოცდილებაა. აქ ყოფნით უზომოდ ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას. - ჯეკ უილშირი
ლუტონი ამჟამად ინგლისის ლიგა 1-ში (რიგით მე-3 დივიზიონში) ასპარეზობს და 11 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.
Jack Wilshere is our new manager 🧡
— Luton Town FC (@LutonTown) October 13, 2025