Belive

ოფიციალურად | ჯამალ მუსიალა ბაიერნის ახალი 10 ნომერია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნმა დაადასტურა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, კლუბს ახალი 10-იანი ეყოლება და ეს ჯამალ მუსიალა იქნება.

22 წლის გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც 2019/2020 წლების სეზონიდან "რეკორდმაისტერის" ღირსებას იცავს, ახალ სეზონს 10-ნომრიანი მაისურით დაიწყებს.

ეს ყველაფერი კი იმით არის განპირობებული, რომ კლუბს ოფიციალურად ტოვებს ლეროი სანე, რომელმაც კონტრაქტი "გალათასარაისთან" გაახანგრძლივა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მისთვის ბოლო ტურნირია, რომელსაც გერმანულ გრანდში გაატარებს.

სხვადასხვა წლებში, მიუნხენის ბაიერნის 10-ნომრიანი მაისურები შემდეგ დიდ ფეხბურთელებს მოურგიათ -

  • ფელიპე კოუტინიო

  • არიენ რობენი

  • როი მაკაი

  • ლოთარ მათეუსი

  • შტეფან ეფენბერგი

  • კარლ-ჰაინც რუმენინგე

ასე და ამგვარად, ჯამალ მუსიალას როლი მიუნხენურ გრანდში კიდევ უფრო იზრდება. 22 წლის ფეხბურთელს 'რეკორდმაისტერის' მაისურით 206 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 64-ჯერ გოლის გატანა, ხოლო 39-ჯერ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები