Belive

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაიამ არის ლიმასოლი დატოვა

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაიამ არის ლიმასოლი დატოვა. კვიპროსული გუნდის განცხადებაში წერია, რომ არისსა და გიორგის შორის თანამშრომლობა ორმხრივად შეწყდა.

გიორგი ქვილითაია ლიმასოლის გუნდში 2 წლის წინ აპოელიდან გადავიდა და კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელმა არისის მაისური 49-ჯერ მოირგო, რა დროშიც 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი/5 საგოლე გადაცემა უფიქსირდება. transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონი ევროა.

მადლობას ვუხდით ქვილითაიას ჩვენს გუნდში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერის შემდეგ ეტაპზე. - არის ლიმასოლის განცხადება

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება გიორგი ქვილითაიას მომავალი გუნდის შესახებ, ყველაზე რეალურად გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის გუნდის პადერბორნის ვარიანტი რჩება, ასევე განიხილება თავის ყოფილ კლუბში აპოელში დაბრუნება.

View this post on Instagram

A post shared by Aris Limassol FC (@arislimassolfc)

პადერბორნი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 19 ტურის შემდეგ 36 ქულით მე-3 პოზიციაზეა (11 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი) და გერმანიის უმაღლეს დივიზიონში აღზევების ძალიან კარგი შანსი აქვს.

სხვა სტატიები