Belive

ოფიციალურად: გიორგი გველესიანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, გიორგი გველესიანმა საფეხბურთო კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა. ქართველი ფეხბურთელი ბოლო 2 თვის განმავლობაში უგუნდოდ იყო, მანამდე კი ირანულ სეპაჰანში ასპარეზობდა. საკლუბო კარიერა გიორგი გველესიანმა დინამო თბილისში დაიწყო, შემდეგ კი სულ ირანში ასპარეზობდა, ჯერ იყო ზობ აჰანი, ნასაჯი, სეპაჰანი, პერსეპოლისი და ბოლოს ისევ სეპაჰანი.

სანაკრებო კარიერას რაც შეეხება, გველესიანს დებიუტი 2024 წელს მონტენეგროს წინააღმდეგ ჰქონდა, მას შემდეგ კი 10 შეხვედრა ჩაატარა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ისტორიულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. 10 ჩატარებულ მატჩში ქართველმა მცველმა 1 ასისტის გაკეთებაც მოასწრო.

გიორგი გველესიანის განცხადება კარიერის დასრულების შემდეგ:

გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება დრო, როცა სხეულის ხმას უნდა მოუსმინო. ვინც მიცნობს, იცის ის უხილავი ბრძოლა, რასაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდი – ბოლო 10 წელია, ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა ჩემი ყოველდღიური თანამგზავრია.
იყო მომენტები, როცა ტკივილი გაჩერებას მთხოვდა, მაგრამ ტრიბუნებიდან წამოსული თქვენი ენერგია მაძლევდა ძალას, გამაყუჩებლებით კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა. მე ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი და ფეხბურთს მივეცი ყველაფერი – ენერგია, ჯანმრთელობა და დრო.
ვამაყობ, რომ ჩემი კვალი დავტოვე ყველგან, სადაც მითამაშია – მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს – თქვენი უპირობო თანადგომის გარეშე, ეს მოგზაურობა ბევრად ადრე დასრულდებოდა.
მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული, რადგან დასანანი არაფერი დამიტოვებია. მე ვიბრძოლე ბოლომდე. - გიორგი გველესიანი
View this post on Instagram

A post shared by Giorgi Gvelesiani (@giorgigvelesiani)