ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია ინდოეთის სუპერლიგაში იასპარეზებს
20 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, გიორგი აბურჯანია ინდოეთის სუპერლიგის გუნდში იასპარეზებს, 31 წლის ქართველი ნახევარმცველი ოდიშას ღირსებას დაიცავს. აღნიშნული გუნდი ინდოეთის პირველ დივიზიონში ასპარეზობს, გიორგი კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
აბურჯანია ბოლოს საუდის არაბეთის კლუბ ჯედაში ასპარეზობდა, მანამდე კი აფს-ში, ჰატაისპორში, ჟილ ვისენტეში, კართაგენაში, რეალ ოვიედოში, სევილიაში, ტვენტეში, ლუგოში, გიმნასტიკში, ანორთოსისში, ლომოკიტივში, გორის დილაში, თბილისის ოლიმპიკსა და რუსთავის მეტალურგში.
Giorgi Aburjania has completed his move to Odisha FC. The Georgia international has played in several countries and last featured for Jeddah Club in Saudi Arabia.#IndianFootball #ISL #Transfers #OFC pic.twitter.com/FJogJiqbVG
— Marcus Mergulhao (@MarcusMergulhao) August 24, 2026