Belive

ოფიციალურად: ფრანკო მასტანტუონო რეალ მადრიდის ფეხბურთელია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად: ფრანკო მასტანტუონო რეალ მადრიდის ფეხბურთელია, ეს ინფორმაცია სამეფო კლუბმა უკვე დაადასტურა. არგენტინელი ფეხბურთელი რეალში რივერ პლეიტიდან გადავიდა და 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 17 წლის ფეხბურთელის შეძენა მადრიდულ კლუბს 45 მილიონი ევრო დაუჯდა.

მასტანტუონო რივერ პლეიტის აღზრდილია და მათ ახალგაზრდულ გუნდში 2019 წლიდან 2024 წლამდე ასპარეზობდა, 2024-დან დღემდე კი პირველი გუნდის წევრი იყო. მან მოახერხა და 1 ტიტული, არგენტინის სუპერთასი უკვე მოიგო. ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ის ასევე რივერ პლეიტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები