Belive

ოფიციალურად: ერვე რენარი ტუნისის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ტუნისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერვე რენარი დაინიშნა. 57 წლის ფრანგი სპეციალისტი ნაკრებს დღესვე ჩაიბარებს და მუნდიალის დასრულებამდე უხელმძღვანელებს.

შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის დასრულების შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები კონკრეტული სპორტული მიზნების საფუძველზე გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ.

ერვე რენარმა მსოფლიოს თავი დაამახსოვრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან, ის მაშინ საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. 57 წლის სპეციალისტის გაწვრთნილმა ნაკრებმა მაშინ არგენტინის ეროვნული ნაკრები დაამარცხა, რომელიც საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

View this post on Instagram

A post shared by Federation Tunisienne de Football (@ftf.tn)

შეგახსენებთ, რომ ტუნისის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი საბრი ლამუში თანამდებობიდან გაათავისუფლა. მათ შვედეთთან 5:1 მარცხი ლამუშს არ აპატიეს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

სხვა სტატიები