Belive

ოფიციალურად | ერიკ ლამელამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

33 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა - ერიკ ლამელამ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ერიკ ლამელა წლების განმავლობაში: რივერ პლეიტში, რომაში, ტოტენჰემში, სევილიასა და აეკში თამაშობდა, ბოლოს სწორედ ბერძნულ კლუბში ირიცხებოდა, რომელთანაც მან გუშინ კონტრაქტი გაწყვიტა და ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლამელა ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს და იგი სევილიას სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება, სადაც ბედს ცდის.

აქვე შეგახსენებთ, რომ ერიკ ლამელას კარიერაში მხოლოდ 1 ტიტული აქვს მოპოვებული, რომელიც მან 2022/2023 წლების სეზონში სევილიასთან ერთად ევროპა ლიგაზე მოიგო. გარდა ამისა, ერიკ ლამელა პუშკაშის ჯილდოს მფლობელია, რომელიც მან 2021 წელს მოიპოვა.

გარდა საკლუბო ფეხბურთისა, ლამელას არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 25 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 3-ჯერ გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები