Belive

ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია, 34 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

დანი კარვახალი ბოლოს მადრიდის რეალში ასპარეზობდა, მაგრამ სამეფო კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი იყო.

პოზიციით მარჯვენა მცველმა ახალგაზრდული კარიერა რეალ მადრიდის ახალგაზრდულ გუნდში (კასტილიაში) დაიწყო, რომელიც სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, პროფესიონალურ კარიერას რაც შეეხება მისი პირველი ნაბიჯები ლევერკუზენს უკავშირდება. 2012 წელს გერმანულმა გუნდმა ის 5 მილიონ ევროდ იყიდა, მომდევნო წელს 6.5 მილიონ ევროდ კი რეალმა კარვახალი დაიბრუნა და 2026 წლამდე სამეფო კლუბის ერთგული იყო.

View this post on Instagram

A post shared by Getafe C.F. (@getafecf)

დანი კარვახალმა რეალ მადრიდის მაისური ყველა ტურნირის ეგიდით 450 შეხვედრაში მოირგო, რა დროშიც 14 გოლი გაიტანა და 65 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სამეფო კლუბთან ერთად ლეგენდარულმა ესპანელმა 26 ტიტული მოიგო: 6 ჩემპიონთა ლიგა, 5 უეფას სუპერთასი, 5 ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 4 ლა ლიგა, 4 ესპანეთის სუპერთასი, 2 ესპანეთის თასი.