ოფიციალურად: ბარსელონამ გუნდიდან 3 ფეხბურთელი გაუშვა
"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ჟოაუ კანსელუ, ჟოაუ ფელიქსი და მარკოს ალონსო გუნდს დატოვებენ. 30 წლის კანსელუ და 24 წლის ფელიქსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს იჯარით გადავიდნენ "მანჩესტერ სიტიდან" და მადრიდის "ატლეტიკოდან". ბარსელონაში გადასვლისთანავე ჟოაუ ფელიქსმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. კანსელუს კონტრაქტი კი 2027 წლამდე აქვს სიტისთან.
ორივე ფეხბურთელი ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად იმყოფება. ისინი რეგულარულად თამაშობდნენ ბარსელონაში 2023-24 წლების სეზონში, სადაც ჟოაუ ფელიქსმა 44 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო კანსელუმ 42-ჯერ ითამაშა მარცხენა და მარჯვენა მცველის პოზიციებზე.
33 წლის მარკოს ალონსო ბარსაში "ჩელსიდან" 2022 წელს გადავიდა, მისი ბოლო კონტრაქტი მხოლოდ 1-წლიანი იყო და უკანასკნელად იანვარში გახანგრძლივდა.
👀 Alors que le Club annonçait la fin du prêt (ce qui est logique) de Cancelo et Joao Felix ainsi que le départ de Marcos Alonso, le communiqué a été changé et ne parle plus que du départ d’Alonso.
— 𝗙𝗖𝗕 (@BarcaFRNews) June 30, 2024
Toujours rien sur Sergi Roberto… pic.twitter.com/1FEBf41Aw7