ოფიციალურად: არსენალმა არტეტას კონტრაქტი გაუხანგრძლივა
არსენალმა მიკელ არტეტას ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვითაც, ესპანელი სპეციალისტი "მეთოფეებს" 2030 წლამდე უხელმძღვანელებს. დღეს, არსენალის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: "მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ მიკელ არტეტამ არსენალთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალი შეთანხმება ჩვენ საერთო რწმენას ასახავს, რომ მიღწეული შედეგი და გასულ სეზონში მოპოვებული წარმატება ჩვენი ისტორიის განსაკუთრებული პერიოდის დასაწყისია"
ამ საკითხზე, თავად ესპანელმა სპეციალისტმაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს კლუბი და რამდენს ნიშნავს მისთვის არსენალში კიდევ რამდენიმე წლით დარჩენა.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ კლუბს ჩემს მომავალს კიდევ ოთხი წლით ვუკავშირებ და მუშაობას ვაგრძელებ ძალიან გამორჩეულ ადამიანებთან, რომლებსაც არსენალისთვის საუკეთესო სურთ. ეს უნიკალური კლუბია - თავისი განსაკუთრებული ხასიათითა და იმ განცდით, რომელსაც გაძლევს. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშობა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება. - მიკელ არტეტა
პრემიერ ლიგა სამ დღეში, 10 ოქტომბერს განახლდება. არსენალი კი, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, პირველ მატჩს საშიანო არენაზე, ლიდსის წინააღმდეგ გამართავს.
🚨❤️🤍 BREAKING: Mikel Arteta signs new deal at Arsenal until June 2030, club confirms.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 7, 2026
The agreement reported in the recent weeks has now been validated and confirmed by #AFC.
Arteta and his backroom staff key members, staying for 4 more years — pay rise also part of the deal. pic.twitter.com/wLUUHK2ahc