Belive

ოფიციალურად | ბარსელონას ტერ შტეგენი მინიმუმ 2 თვით გამოაკლდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონასა" და გერმანიის ნაკრების 31 წლის მეკარე - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ზურგის მძიმე ტრავმის გამო 2 თვეს იუქმებს.

როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, გერმანელი მეკარის ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა (ოპერაცია), რის გამოც ტერ შტეგენი მინიმუმ 2 თვეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპსა და ესპანეთის სუპერ თასს გამოტოვებს.

31 წლის ფეხბურთელი 12 ნოემბრის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა და სწორედ ამ ტრავმის გამო გერმანიის ნაკრების სანაკრებო შეკრება ნაადრევად დატოვა.

შეგახსნებთ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონას" რიგებს 2014/2015 წლების სეზონიდან იცავს, სადაც მან დღევანდელ დღემდე 394 მატჩის ჩატარება შეძლო.

სხვა სტატიები