Belive

ნური შაჰინმა მსაჯები საკუთარი გუნდის ფეხბურთელების აგრესიისგან დაიცვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის", "ლივერპულის", დორტმუნდის "ბორუსიას", როტერდამის "ფეიენოორდის", ბრემენის "ვერდერის" და თურქეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა მოთამაშის კარიერა "ანტალიასპორში" დაასრულა და მოგვიანებით ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

34 წლის ახალბედა მწვრთნელი ახლახანს ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა და ამის მიზეზი მისი ღირსეული საქციელი გახდა.

საქმე ისაა, რომ "ფებერბახჩესთან" წაგებული თურქეთის სუპერლიგის მე-17 ტურის შეხვედრის (1:2) შემდეგ, ნური შაჰინის მიერ გაწვრთნილი გუნდის ფეხბურთელები მსაჯს გაცხარებულები ეკამათებოდნენ და რომ არა მწვრთნელის მტკიცე და პრინციპული მოქმედება, რომლითაც არბიტრთა გუნდი საკუთარი ფეხბურთელების აგრესიისგან დაიცვა, შესაძლოა ყველაფერი ინციდენტით დასრულებულიყო.

ფეხბურთელები უკმაყოფილონი იყვნენ მსაჯის გადაწყვეტილებით და მიიჩნევდნენ, რომ ამ ყველაფერმა მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა. სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის რისკის გამო, ნური შაჰინმა მომენტალურად იმოქმედა და მსაჯი თავისი გუნდის ფეხბურთელებისგან დაიცვა.

ეპიზოდის ამსახველი კადრები კი შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.belive.ge/up/mp4/9kIdIUL-7guIskOa.mp4

"ანტალიასპორი", რომელიც თურქეთის სუპერ ლიგის ბოლო 3 შეხვედრაში დამარცხდა, 15 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 16 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 1 საფეხურით უსწრებს.

სხვა სტატიები