Belive

ნუნუ მენდეში მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ორშაბათს საღამოს, ურუგვაისთან მატჩის პირველ ტაიმში, მენდეშმა მოედანი ბარძაყის არეში ტკივილის გამო დატოვა. ფეხბურთელის ემოციიდან გამომდინარე, ნათლად ჩანდა, რომ დაზიანება საკმაოდ მძიმე იყო.

პორტუგალიური პრესის ცნობით, "პსჟ-ს" მარცხენა მცველი სამხრეთ კორეასთან მატჩში მის გუნდს ვერ დაეხმარება. მენდეშის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ სიახლეები არც თუ ისე დამამშვიდებელია. ნუნოს სწორედ იმ ტრავმამ შეახსენა თავი, რომლის გამოც ოქტომბერში სამი კვირა გამოტოვა.


2022-group-h-match-portugal-779013238

პორტუგალიის ნაკრების სამედიცინო პერსონალს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნა ინფრომაცია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს.

პორტუგალიელები ჯგუფის ბოლო შეხვედრას სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული მატჩი 2 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები