Belive

ნოტინგემის ფანი შეფილდის კაპიტანს თავს დაესხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში, "ნოტინგემი" "შეფილდს" დაუპირისპირდა. "ნოტინგემმა" მოწინაღმდეგე პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც პრემიერ ლიგის საგზურისათვის "ჰადერსფილდს" დაუპირისპირდება. მატჩის დასრულების შემდეგ, "სიტი გრაუნდზე" "ნოტინგემის" გულშემატკივრები შეიჭრნენ. საკუთარი გუნდის გამარჯვებით მოპოვებული სიხარულის აღნიშვნის დროს, ერთ-ერთმა ფანმა უღირსი საქციელი ჩაიდინა და "შეფილდის" კაპიტანს თავი ჩაარტყა. აღსანისნავია, რომ 2012/13 წლების სეზონში, ბილი შარპი "ნოტინგემის" ღირსებას იცავდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში, 10 გოლის გატანა შეძლო, თუმცა კლუბს არც ისე სასიამოვნო მოგონებებით დაემშვიდობა. "ნოტინგემის" ფანი, რომელმაც ბილი შარპზე "შური იძია" დაკავებულია.

სხვა სტატიები