Belive

ნორვეგიელი ვუნდერკინდის ბრწყინვალე სეზონი - ჰოლანდით გრანდები დაინტერესდნენ (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ზალცბურგის" ახალგაზრდა ტალანტი ერლინგ ჰოლანდი ბრწყინვალე ფორმაშია. ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში მას 4 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. ნორვეგიის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩში უკვე 18 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. გარდა ამისა, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან ერთ მატჩში 9 გოლი გაიტანა. ამ ყველაფრის შემდეგ, ავსტრიის ჩემპიონის თავდამსხმელით ევროპის წამყვანი გრანდები დაინტერესდნენ, განსაკუთრებით "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურობს, რომელიც ფეხბურთელს უეინ რუნის შემცვლელად მოიაზრებს.

სხვა სტატიები