"ნორვეგია საფრანგეთთან როტაციას მიმართავს" - L'Équipe
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის I ჯგუფში ბოლო შეხვედრები გაიმართება, ორივე ერთსა და იმავე დროს დაიწყება როგორც ნორვეგია საფრანგეთის დაპირისპირება, ასევე სენეგალი ერაყი - 23:00 საათი.
როგორც ნორვეგიას, ასევე საფრანგეთს, ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვთ, მაგრამ პირველი ადგილი გარანტირებული არცერთისთვისაა. ფრანგული გამოცემის L'Équipe-ის ინფორმაციით ნორვეგიის ეროვნული ნაკრები როტაციას მიმართავს. ნორვეგია მთავარ მოთამაშეებს ერლინგ ჰოლანდს, მარტინ ოდეგორს და ალექსანდრ სორლოტს დაასვენებს.
ფრანგული მედიის ცნობით ნორვეგიელთა ძირითადი თერთმეტეული ასეთი იქნება:
ეგილ სელვიკი, ფრედრიკ აურსნესი, ლეო ოსტიგორი, ჰენრიკ ფალხენერი, ფრედრიკ ბიორკანი, ტელო ასგორი, პატრიკ ბერგი, კრისტიან თორსტვედტი, ოსკარ ბობი, იორგენ ლარსენი, ანდრეას შელდერუპი.
L'attaquant star de la Norvège, Erling Haaland, devrait démarrer sur le banc face à l'équipe de France ce vendredi soir (21 heures) à Foxborough. Un turnover important est attendu. ➡️ https://t.co/n2gkubzXDX pic.twitter.com/AZGoFO4dZN
— L'Équipe (@lequipe) June 26, 2026