Belive

ნოიერმა ესპანეთთან კარიერის ანტი-რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის A ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა გერმანიის ნაკრებისთვის მძიმე გამოდგა. იოახიმ ლიოვის გუნდმა სტუმრად ესპანეთთან 6:0 ისე წააგო, რომ კარში ზუსტად არ დაურტყამს. ბუნდესნაკრების კარს გუშინდელ მატჩში მანუელ ნოიერი იცავდა. გამოცდილი მეკარისთვის ესპანეთთან განადგურება ორმაგად უსიამოვნო იყო, რადგან მან თამაშში 6 გოლი კარიერაში პირველად გაუშვა. გეტყვით, რომ ერთა ლიგის აღნიშნული ჯგუფი 11 ქულით ესპანეთმა მოიგო, გერმანია კი მე-2 პოზიციას დასჯერდა.

სხვა სტატიები