Belive

ნიურნბერგმა ბრაუნშვაიგი დაამარცხა | ლუკა ლოჩოშვილის შეფასება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-11 ტურის შეხვედრაში ნიურნბერგმა ბრაუნშვაიგი 2:1 დაამარცხა.

მატჩის ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ლოჩოშვილი და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა მცველმა სახიფათო შეტევა ერთხელ მოიგერია და მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინა, 2-ჯერ ჩაჭრა, 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, ბურთს 52-ჯერ შეეხო, 44 გადაცემიდან 38 ზუსტად შეასრულა (86%).

ლუკა ლოჩოშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.8

  • Flashscore - 6.7

  • Whoscored - 6.5

ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 12 ქულით მე-12 ადგილზეა (3 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 7 ნოემბერს, დინამო დრეზდენის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები