Belive

ნიუკასლთან მოგების შემდეგ, რონალდუ იუნაიტედში დაბრუნებას გამოეხმაურა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, ,,ნიუკასლთან'' მოგების შემდეგ, ინგლისურ გუნდში დაბრუნებას გამოეხმაირა:
,,ოლდ ტრაფორდზე ჩემი დაბრუნება იყო ხანმოკლე შეხსენება იმისა თუ რატომ არის ეს სტადიონი ,,ოცნებების თეატრის'' სახელით ცნობილი. ჩემთვის ეს ყოველთვის ჯადოსნურ ადგილს წარმოადგენდა, სადაც შეგიძლია, რასაც ჩაიფიქრებ, ყველაფერს მიაღწიო. ჩემს თანაგუნდელებთან და იმ მხარდაჭერასთან ერთად, რომელსაც ყოველთვის ვიღებ გულშემატკივრებისგან, გასავლელ გზას ვხვდებით თავდაჯერებითა და ოპტიმიზმით, რომ გზის ბოლოს ყველას ერთად გვექნება ზეიმისა და აღნიშვნის მიზეზი. ვამაყობ, რომ მანჩესტერ იუნაიტედში დავბრუნდი და პრემიერლიგაში ისევ ვითამაშე, მაგრამ, პირველ ყოვლისა, გუნდის დახმარებით ბედნიერი ვარ. წინ, ეშმაკებო!'' - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.
პრემიერლიგის მე-4 ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' ,,ნიუკასლს'' უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში კრიშტიანუმ დუბლი გაიფორმა.

სხვა სტატიები