Belive

ნიუკასლისა და ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი ახალ კლუბში მინიმალურ ანაზღაურებას იღებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2011 წელს, "ნიუკასლიდან" "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ, ენდი კეროლზე სოლიდური ავანსები გაიცა. £30 მილიონიანი ტრანსფერის შემდეგ, იმ დროისათვის იმედის მომცემ ინგლისელ ვარსკვლავს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ენდი კეროლმა მერსისაიდულ გრანდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. "ლივერპულიდან" "ვესტ ჰემში" გადასვლის შემდეგ, კეროლის კარიერა კვლავ წარუმატებელი გამოდგა - ლონდონური კლუბის მაისურით ჩატარებულ 102 შეხვედრაში, თავდამსხმელმა მხოლოდ 26 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც კვლავ მშობლიურ "ნიუკასლში" დაბრუნდა. 37 მატჩში გატანილი 1 გოლი - ასეთია კეროლის არც ისე სახარბიელო სტატისტიკა. არაფრისმომცემი ციფრების ფონზე, ენდი კეროლი "ნიუკასლში" ხელფასის სახით კვირაში £75,000 იღებდა. საბოლოოდ, კეროლისა და "ნიუკასლის" გზები ზაფხულში გაიყო და მას შემდეგ ინგლისელი შემტევი თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებდა. 15 ნოემბერს, "ნიუკასლისა" და "ლივერპულის" ყოფილმა ვარსკვლავმა ახალი გამოწვევა მიიღო და ჩემპიონშიპის ბინადარ "რედინგს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. The Athletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ენდი კეროლის ანაზღაურება კვირაში £1000 შეადგენს. "რედინგი" ფინანსური დარღვევების გამო სატრანსფერო ბანით დაისაჯა. გუნდს ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ ჯარიმის სახით 6 ქულაც დააკლო და ჩემპიონშიპის ცრილის 21-ე პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ენდი კეროლმა "რედინგის" მაისურით ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში (3:2) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

სხვა სტატიები