Belive

ნიუკასლი ნაპოლის კვარაცხელიას სანაცვლოდ 82 მილიონ ფუნტს შესთავაზებს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნიუკასლი” საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას, ტრანსფერით ინტერესდება. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდი მზადაა, ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 82 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

იტალიურ მედიაში რამდენიმე დღის წინ ისიც დაიწერა, რომ ,,კაჭკაჭებმა” ნეაპოლელებს კვარას ტრანსფერზე 75-მილიონიანი წინადადებით მიმართეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა. 22 წლის შემტევი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები