Belive

ნიუკასლი კარიუსს მოკლევადიანი კონტრაქტით დაიმატებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი და უპატიებელი შეცდომების ავტორი, ლორის კარიუსი, "ნიუკასლ იუნაიტედს" შეუერთდება. ბრიტანული სპორტული მედიის თანახმად, "ლივერპულის" ყოფილი მეკარე, "კაჭკაჭებთან" მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებს.

"ნიუკასლის" პირველი მეკარე ნიკ პოუპია. "ბარნლის" ყოფილი კარის დარაჯი შესანიშნავ სეზონს ატარებს, თუმცა მისმა შემცვლელმა, კარლ დარლოუმ, გუშინ მძიმე ტრავმა მიიღო. მესამე ვარიანტი, მარტინ დუბრავკა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, იჯარის წესით "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა.

ნიკ პოუპის გამოკლების შემთხვევაში, "ნიუკასლი" ფაქტობრივად მეკარის გარეშე რჩება. შესაბამისად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰოუვმა, 1 მეკარის დამატება სასწრაფოდ მოითხოვა - მოთამაშეთა საბოლოო სია გუნდმა პრემიერ ლიგას დღეს საღამოს უნდა გადასცეს.

ცნობილია, რომ კარიუსი უკვე "ნიუკასლში" იმყოფება. ბელგიელმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ასევე იხილეთ: ლორის კარიუსი – შეუჩერებელი დაღმასვლა კიევის ფინალის შემდეგ

სხვა სტატიები